"გვამზადებენ, რომ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში ჩავერთოთ" - ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" დამფუძნებელი დავით ქაცარავა "მთავარი არხის" ეთერში უკრაინიდან საუბრობს.
ვფიქრობ, რომ ეს ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება... ყველა მოცემულობით, რაც ჩვენ გვაქვს, რუსების შეტევა აშკარად შენელებულია. ამას სხვადასხვა საერთაშორისო ექსპერტებიც წერენ, რომ რეალურად, რუსული მანქანა შეჩერებულია და წინსვლა არ აქვს არცერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან მიმართულებაზე. ყველა მსხვილი ქალაქი უკრაინის კონტროლის ქვეშაა... იმ რესურსით, რაც რუსეთს დარჩენილი აქვს, უკრაინის დაპყრობა წარმოუდგენელია, - ამბობს ქაცარავა.