300 ადამიანი ერთი სოფლიდან - დავალება გამგებლებს 20 ივნისის კონტრაქციისთვის

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" 20 ივნისს კონტრაქციისთვის ემზადება. ერთი სოფლიდან 300 ადამიანი - ასეთი დავალება აქვთ მიღებული სოფლების გამგებლებს.

ოცნების შტაბში ამ მიზნით ფული უკვე გამოყოფილია. "მთავართან" საუბრისას ახალციხის ერთ-ერთი მკვიდრი ყვება, რომ პირადად შეესწრო ფაქტს, როდესაც გამგებელი მოსახლეობას ითანხმებდა და აქციაში მონაწილეობისთვის მათ ფულს აძლევდა.

სამწუხაროდ, ზონდერების მობილიზება, კონტრაქციების მოწყობა, ეს არის უკვე ჩამოყალიბებული ქართული ოცნების ინსტრუმენტი, რომლითაც მათ აქვთ იმედი, რომ ხელს შეუშლიან თავისუფალი აზრის გამოხატვას. აქტივისტები, სამოქალაქო საზოგადოება აჩვენებს, რომ მსგავსი მეთოდებით, ერთი, ვერც ძალადობაზე წამოიკიდებენ ვინმეს და ვერ გამოიწვევენ ძალადობას და ვერ შეუშლიან ხელს იმ რეალურ პროტესტს, რომელიც არსებობს ქვეყანაში, - ამბობს "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი ელენე ხოშტარია. 

მისი თქმით, თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ 20 ივნისს ასეთი მეთოდები გამოიყენონ, ძალიან სამარცხვინო ნაბიჯი იქნება. 

20 ივნისის აქციის ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი ამბობს, რომ აქცია ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნების სრული დაცვით ჩატარდება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი