უკრაინა ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად მოუწოდებდა და სთხოვდა ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომ გვერდით დადგომოდნენ და თუნდაც მშვიდობიანი აქციებით გამოეხატათ მხარდაჭერა, რადგან ეს მათთვის მართლაც მნიშვნელოვანი იყო.
ცხადია, ამის მიღმა არ იყო არც ქართველი ხალხი და განსხვავებით ჩვენი ხელისუფლებისგან, საქართველოს მოქალაქეები, რუსთაველის გამზირიდან ძალიან ხმამაღლა ეუბნებოდნენ მსოფლიოსაც და უკრაინასაც, რომ ჩვენ სწორედ უკრაინის გვერდით ვდგავართ და ამ ბრძოლაში მათი მოკავშირეები ვართ.