​TikTok რუსეთში ახალ კონტენტსა და Live ტრანსლაციის შესაძლებლობას აჩერებს

გამოქვეყნდა:

TikTok რუსეთში ახალ კონტენტის ატვირთვისა და პირდაპირი ტრანსლაციის შესაძლებლობას აჩერებს. როგორც TikTok-ის განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება რუსეთში "ყალბი ამბებთან" დაკავშირებით მიღებულ კანონს უკავშირდება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ TikTok მუშაობას შეაჩერებს მანამ, სანამ ის ახალი კანონის უსაფრთხოებას განიხილავს.

"ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთში განვითარებული გარემოებების შეფასებას, რათა განვსაზღვროთ, როდის შეგვიძლია სრულად განვაახლოთ ჩვენი მომსახურება", - აცხადებენ კომპანიაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი