American Express რუსეთსა და ბელარუსში ოპერაციებს აჩერებს. ამის შესახებ განცხადებას კომპანია ავრცელებს და განმარტავს, რომ გადაწყვეტილება რუსეთის მიერ "უკრაინელ ხალხზე გაუმართლებელი თავდასხმის ფონზე" მიიღეს.
"შედეგად, გლობალურად გამოშვებული American Express ბარათები აღარ იმუშავებს რუსეთის სავაჭრო პუნქტებსა და ბანკომატებში. გარდა ამისა, რუსული ბანკების მიერ რუსეთში ადგილობრივად გაცემული ბარათები აღარ იმუშავებს არც ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჩვენ ასევე ვწყვეტთ ყველა ბიზნეს ოპერაციებს ბელარუსში" - წერს კომპანია.
იხილეთ ასევე: