
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ ატომური ავიამზიდი "ჰარი ტრუმენი" ეგეოსის ზღვაში გააგზავნა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გემიდან აფრენილი F18 რუმინეთის ცაზე იფრენენ. ექსპერტების მოსაზრებით, ეს ელემენტია, თურქეთზე ზეგავლენის მოსახდენად, რომელმაც რუსეთისთვის ცის ჩაკეტვაზე უარი განაცხადა.
CNN-ის ინფორმაციით, თუ უკრაინაში სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება, შავი ზღვის აკვატორიაში მონიტორინგის მიზნით უფრო მეტი თვითმფრინავი გამოჩნდება.
პირველ ეტაპზე, ეს თვითმფრინავები რუმინეთის თავზე ნატოს მისიის ფარგლებში იფრენენ. ასევე ცნობილი ხდება, რომ ეგეოსის ზღვის აკვატორიაში დამატებით 5 ამერიკული და ერთი ნორვეგიული გემი იმყოფება.
იხილეთ ასევე: