"ჩვენ ყველა დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, ყველა საერთაშორისო დონეზე მხარი დავუჭირეთ პოლიტიკურად და ამას გავაგრძელებთ...ჩვენთვის ყველასთვის ომი არის კატეგორიულად მიუღებელი, ის, რაც ხდება უკრაინაში, არის კატეგორიულად მიუღებელი და ჩვენ ყველანი ვლოცულობთ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში და ის ტრაგედია რომელიც ხდება, რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ადამიანები იღუპებიან და ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტო. კიდევ ერთხელ, იმედი გვაქვს, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს".
- თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.