ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პარლამენტი ქუთაისში დაბრუნდება - გრიგოლ ვაშაძე

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

ვაშაძე, პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ მოისმინა. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის განცხადებით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პარლამენტი ქუთაისში  დაბრუნდება.

ქუთაისს სჭირდება კანონი, რომელიც მკაცრად განსაზღვრავს მის სტატუსს, რომ მერე არც ერთი გათავხედებული პროვინციალი, რომელიც თბილისში ჩაჯდება რომელიმე კაბინეტში, აღარ შეეხოს ამ ქალაქის მომავალს. სასწრაფოდ დავაბრუნებთ აქ პარლამენტს და დავამატებთ ზედ მთავრობას, რადგან ეს ქალაქი ბუნებრივად არის გაჩენილი ამისთვის და მესამე ქუთაისს წყნარად შეუძლია იყოს სამხრეთ კავკასიის ტურისტული ჰაბი, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი