პოდოლიაკი: ჩვენი მეგობრები სხედან მყუდრო კაფეში პარიზში, ბერლინში, ნიუ-იორკში და უყურებენ უკრაინის ქალაქების ფოტოებს, რომლებიც იმ წუთებში ნადგურდება

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი და ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და იმ რეალობას აღწერს, რომელშიც ერთი მხრივ უკრაინა, მეორე მხრივ კი ევროპისა და აშშ-ის ქალაქები ცხოვრობენ.

პოდოლიაკი ე.წ. ორი სამყაროს რადიკალურად განსხვავებულ რეალობაზე საუბრობს, რომელშიც მსოფლიოს უდიდესი ქალაქები დაბომბილი უკრაინის ქალაქების ფოტოებს შორიდან, სოციალურ პლატფორმებზე ათვალიერებენ. 

 "როგორც ჩანს, ჩვენი მეგობრები სიამოვნებით სხედან მყუდრო კაფეში პარიზში, ბერლინში, ნიუ-იორკში ან ბუდაპეშტში, ნელ-ნელა სვამენ ყავას კრუასანთან ერთად და უყურებენ უკრაინის ქალაქების ფოტოებს, რომლებიც სწორედ იმ წუთებში ნადგურდება. მაგრამ ჩვენი ქალაქები, მომაკვდავები, ჯერ კიდევ იბრძვიან" ,- წერს პოდოლიაკი 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი