თუ საქართველო მეტ დასავლურ ინვესტიციას მოიზიდავს, დასავლეთი მისი დაცვით დაინტერესდება - ბენ ჰოჯესი

გამოქვეყნდა:

ანაკლიის პორტის პროექტი კრემლის გავლენის გამო ვერ განხორციელდა - ამის შესახებ ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში საუბრობს.

გენერალი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობას პორტის აშენების სურვილი რომ ჰქონოდა, ხელს ვერავინ შეუშლიდა. მისი თქმით, თუ  საქართველო მეტ დასავლურ ინვესტიციას მოიზიდავს, დასავლეთი საქართველოს დაცვით დაინტერესდება. 

თუ შავი ზღვის რეგიონში მეტი დასავლური ინვესტიცია შევა, ვფიქრობ დასავლეთის ქვეყნები მეტად დაინტერესდებიან ამ რეგიონის უსაფრთხოებით. მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა,  ახლა სერიოზული ინვესტორები ფრთხილობენ, რადგან რეგიონში მთავრობები არ არის გამჭვრივალე, მათ არ აქვთ საბაბი იფიქრონ, რომ ინვესტიცია უკან მოგებით დაუბრუნდებათ. კრემლი ამას ხელს უწყობს გავლენით ან დეზინფორმაციით. მიმაჩნია, რომ სწორედ ამიტომ არ მივიდა ბოლომდე ანაკლიის პორტის პროექტი, ეს კრემლის გავლენას უკავშირდება. ვფიქრობ მთავრობა არ უნდა ამ პორტის აშენება, მათ რომ ეს ნდომოდათ, პორტი აშენდებოდა, - ამბობს ბენ ჰოჯესი. 

გენერლის თქმით, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მიმზიდველი გახდეს დასავლეთის ინვესტიციებისთვის, მით უფრო, რომ ქვეყანა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის საამისოდ ძალიან მოსახერხებელ ადგილას იმყოფება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი