
"მეტი პრობლემა არ გაქვთ დღეს? არც ერთი კანონი, არც ერთი წესი არ დარღვეულა...თუ სკანდალის გამოცხობა გინდათ თქვენი ნებაა და მიმართეთ შესაბამის უწყებებს" - ასე უპასუხა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ჟურნალისტების შეკითხვას, ბათუმის ნავსადგურში რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემის შესვლაზე.
ტვირთი, რომელიც განკუთვნილია საქართველოსთვის, რა თქმა უნდა ხდება შესაბამისად შემოსვლა, მეორე, ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც, არ ექმნება პრობლემა შესაბამისი დროშის ქვეშ მცურავ ხომალდებს, შესაბამის პორტებში მიიღონ მომსახურება. არც ერთი კანონი, არცერთი წესი არ დარღვეულა". - ამბობს რიჟვაძე
შეგახსენებთ, დღეს დილით ბათუმის ნავსადგურში რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი შევიდა