წალენჯიხაში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ ხალხს. აქციის მონაწილეებს წალენჯიხას დამეგობრებული უკრაინის ქალაქ იავოროვის მერი, იგორ გრაბოვსკი მიმართავს.
დღევანდელ აქციაზე დაანონსდა, რომ შეიქმნება ფონდი, სადაც მოქალაქეები, სურვილისამებრ შეაგროვებენ პირველადი დახმარების ნივთებს და გაგზავნიან უკრაინაში, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.
ავტორი: ემა გოგოხია