პესკოვი ასახელებს პირობებს, რა შემთხვევაში შეწყვეტს რუსეთი ომს

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის შეწყვიტოს საომარი მოქმედებები "მომენტალურად" თუ უკრაინა კონკრეტულ პირობებს დათანხმდება. 

პესკოვის განმარტებით სამხედრო ინტერვენცია შეწყდება თუ:

  • უკრაინა წერილობით (კონსტიტუციაში) იტყვის უარს ნებისმიერ ბლოკში გაწევრიანებაზე 
  • აღიარებს ყირიმს რუსეთის ნაწილად. 
  • და აღიარებს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თებერვალში განაცხადა, რომ კიევი "სხვის ტერიტორიებს არ ხელყოფს", მაგრამ "არ დათმობს საკუთარს". მან იმედი გამოთქვა, რომ კონტროლი დონბასსა და ყირიმზე უკრაინას „დიპლომატიური გზით“ დაუბრუნდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი