
"საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები თავს ესხმიან ომში მყოფ უკრაინას, უკრაინელებს და პრეზიდენტს ზელენსკის... ასეთ რამეს მხოლოდ ორადორი სახელმწიფო კადრულობს - რუსეთი და ბელარუსი" - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს.
მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა რუსეთისა და ბელარუსის გვერდით დააყენა და საქართველო მკვლელების ქვეყნად გადაიქცა".
"ხელისუფლება პუტინთან ფარულ სავაჭრო მოლაპარაკებასაც აწარმოებს... უკრაინის ბრძოლა საქართველოს ბრძოლაა და სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას ამის შეხსენება სჭირდება" - ამბობს ნიკა მელია.