ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კიდევ ერთმა კონგრესმენმა გააკრიტიკა. ვილ ჰარდმა ტვიტერზე პოსტით საქართველოს მოსახლეობას დემოკრატიული რეფორმებისათვის ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადა და ბიძინა ივანიშვილი, პრაქტიკულად, რუსულ თამაშში ამხილა.
საჯარო განცხადებას კი წინ უძღოდა კონგრესმენ ვილ ჰარდის პოლიტიკური სვლა. 15 იანვარს ის კონგრესმენ მარკვეი მალინის ინიცირებულ სანქციების კანონპროექტს შეუერთდა, რომლის თანახმად კონგრესმენებმა იერიში პირდაპირ ბიძინა ივანიშვილზე მიიტანეს და საქართველოში დემოკრატიის წინააღდეგ გადადგმული ნაბიჯების გამო ამერიკის პრეზიდენტს ქართველი ოლიგარქისთვის სანქციების დაწესება მოსთხოვეს.
ოპოზიციაში ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკის შემდეგ დარწმუნებულები არიან, რომ ბიძინა ივანიშვილსაც და მისი მთავრობის წევრებსაც სანქციებამდე ერთ ნაბიჯი აშორებს.
ხელისუფლება ისევ თვითდამშვიდების რეჟიმშია და ამტკიცებს, რომ ვაშინგტონის ასეთი მწვავე სასაუბრო ტონი მხოლოდ ოპოზიციის მიწოდებული არასწორი ინფორმაციის ბრალია. ახლა „ქართული ოცნება“ ხსნას არჩილ თალაკვაძეში ხედავს, რომელიც ვაშინგტონში უნდა ჩავიდეს და ივანიშვილის დემოკრატიულ რეფორმებზე კონგრესმენებს ცნობიერება აუმაღლოს.
ვიდრე ხელისუფლება თვითდამშვიდების რეჟიმშია, ამერიკული მედიიდან, საქართვლოს ხელისუფლების კრიტიკა ევროპულ გამოცემებსაც გადმოედო. „საქართველოში, პოლიტიკური კრიზისის სხვა მიზნები იმალება“ - სტატიას ამ სათაურით გავლენიანი ფრანგული გამოცემა აქვეყნებს, რომელიც საქართველში შექმნილ პოლიტიკურ კრიზის ეხება.
სტატიის ავტორის ბიძინა ივანიშვილის რუსულ კავშირებზე საუბრობს და წერს, რომ ხელისუფლების შექმნილი პოლიტიკური კრიზისის უკან სულ სხვა მიზეზები იმალება.