
ერთიანი ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატთა ვინაობა უახლოეს დღეებში გაირკვევა. პოლიტიკოსები საერთო სიაზე ჯერ არ შეთანხმებულან, თუმცა კონსულტაციები ინტენსიურად მიმდინარეობს.
"ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიციური პარტიები ხალხის ინტერესების გათვალისწინებით გაერთიანდა, რათა საერთო ძალებით მოახერხონ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა.
ოპოზიცია ერთიანია, ჩვენ შევჯერდით მნიშვნელოვანწილად უკვე პოზიციებზე... ერთიანობის იდეამ კვლავ გაიმარჯვა. ყველამ უნდა დავთმოთ მაქსიმალურად იმისთვის, რომ არ გავაწბილოთ ხალხის იმედი, - განმარტავს გიორგი ვაშაძე.
"ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა კი ხაზს უსვამს, რომ დასახელებული კანდიდატები წარმოდგენილნი იქნებიან საერთო ოპოზიციური მხარდაჭერით.
ეს ერთობა, რომელიც უპრეცედენტო სახით შედგა პარტიებს შორის, უზრუნველყოფს ოლიგარქატის დამარცხებას საქართველოში, - თქვა გუგავამ.
თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებს ოპოზიციონერები, სავარაუდოდ, პარასკევს წარადგენენ.