25 ათასი დევნილი რამდენიმე დღეში - რუსეთიდან და ბელარუსიდან ეკონომიკური სანქციებით ან რეჟიმების ზეწოლით შეწუხებული მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ჩამოდის.
უნდა არსებობდეს თუ არა ბარიერი ქვეყანაში მათ შემოსვლაზე, საზოგადოება რამდენიმე დღეა ამ თემაზე კამათობს, მაგრამ ხელისუფლება არც კონტროლს ამკაცრებს, არც წესებს ცვლის და იძულებით გადაადგილებულებს მხოლოდ საკუთარი შეხედულებებით ფილტრავს.
ერთერთ ბარიერად საქართველოში შემოსვლაზე დამოუკიდებელ მედიაში მუშაობა იქცა. "ქართულ ოცნებას" ჯერ საბოლოოდ არ განუმარტავს და არ დაუდასტურებია მიზეზები, რომლის გამოც რამდენიმე ოპოზიციურად განწყობილი რუსი ჟურნალისტი ქვეყანაში არ შემოუშვეს.