რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. დედაქალაქის მთავარ გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, მოქალაქეებმა შეკრება დაიწყეს.
სამოქალაქო სექტორი სამ ძირითად მოთხოვნას აყენებს:
დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან!
აიკრძალოს რუსული მედია საშუალებები!
დაიკეტოს საჰაერო სივრცე რუსეთისთვის!
აქციები რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდასაჭერად უკვე თითქმის 1 კვირაა ყოველ საღამოს ტარდება.