"მოვუწოდე, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები უკრაინაში" | მიშელი პუტინს ტელეფონით ესაუბრა

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. 

როგორც მიშელი წერს, მან პუტინს მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები უკრაინაში და უზრუნველყოს ჰუმანიტარული უსაფრთხო გასასვლელი და დახმარებაზე წვდომა.

ამასთან, საუბრისას მიშელმა ხაზი გაუსვა უკრაინაში საომარი მოქმედებების ფონზე ბირთვული ობიექტების უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ცნობით, მანამდე ის ტელეფონზე პრეზიდენტ ზელენსკის ესაუბრა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი