COREPER II-მა ევროკომისია უკრაინა-საქართველო-მოლდოვის განაცხადის განსახილველად მოიწვია

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (COREPER II) უკრაინა-საქართველო-მოლდოვის 
წევრობის განცხადების განსახილველად ევროკომისიის მოწვევაზე შეთანხმდა.

ინფორმაციას ევროპული საბჭოს საფრანგეთის დელეგაცია Twitter-ზე ავრცელებს.

რუსეთის მხრიდან უკრაინაში სამხედრო აგრესიის ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადს ხელი 28 თებერვალს მოაწერა.

3 მარტს საქართველოს პრემიერმინისტრმა ხელი მოაწერა  ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს. საქართველოს შემდეგ კი, ასევე 3 მარტს, ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი შეიტანა მოლდოვამაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი