
შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვენესუელაზე სანქციების შემსუბუქების შესაძლებლობას განიხილავს, რათა ქვეყანამ მეტი ნავთობის მოპოვება და საერთაშორისო ბაზარზე მისი გაყიდვა დაიწყოს. ინფორმაციას CNN წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეს ნაბიჯი მიმართული იქნება იმისკენ, რომ რუსულ ნავთობზე დამოკიდებულება შემცირდეს და ამასთან რუსეთს სამხრეთ ამერიკაში მისი ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე ჩამოაშორონ.
ამასთან, CNN New york times-ზე დაყრდნობით წერს, რომ საკითხზე მოსალაპარკებლად თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლები ვენესუელაში უკვე იმყოფებოდნენ.
ვაშინგტონმა ვენესუელას სანქციები 2019 წელს დაუწესა, ასევე დახურა მისი საელჩო ქვეყნის დედაქალაქში, მას შემდეგ, რაც აშშ-მა განაცხადა, რომ ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ არჩევნები გააყალბა.
რამდენიმე დღის წინ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები აქტიურად ეძებენ რუსეთიდან ნავთობის იმპორტზე შეზღუდვის გზებს.