"ვერავინ იტყვის, რომ არ გავუფრთხილებივართ... ყველამ დავინახეთ, რა გააკეთა რუსეთმა საქართველოში 2008 წელს", - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი New York Times-თან ინტერვიუში საუბრობს.
"რუსული აგრესიის გაკვეთილები ვერ ავითვისეთ. უკვე ძალიან დიდი ხანია, მეორე ლოყაც მიშვერილი გვაქვს. ვერავინ იტყვის, რომ არ გავუფრთხილებივართ, ყველამ დავინახეთ, რა გააკეთა რუსეთმა საქართველოში 2008 წელს, 2014 წელს უკრაინაში და სოლბერგის ქუჩებშიც.
ჩემს კოლეგებთან პოლონეთსა და ესტონეთში ბოლო ვიზიტის დროს ვისაუბრე და ვიცი, რამდენად მწვავედ გრძნობენ ისინი საფრთხეს", - ამბობს ჯონსონი.