მოსკოვში მე-6 კლასელი ბავშვი დაკითხვაზე დაიბარეს ომზე "მიუღებელი კითხვები" დასმის გამო

გამოქვეყნდა:

მოსკოვში მე-6 კლასელი ბავშვი პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა, რადგან მან სკოლაში, პროპაგანდისტული გაკვეთილის დროს უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ "მიუღებელი კითხვები" დასვა.

12 წლის კირილმა ისტორიის გაკვეთილზე მასწავლებელს ჰკითხა - თუ რატომ დაიწყო ომი პუტინმა, პასუხად კი მიიღო განმარტება, რომ ეს სპეცოპერაციაა და მაშინ დასრულდება, როცა უკრაინა კაპიტულაციას გამოაცხადებს.

ამის შემდეგ, კირილემ დერეფანში დაიყვირა - დიდება უკრაინას. გაკვეთილის შემდეგ ბავშვის დედა პოლიციაში დაიბარეს. ის შეხვედრაზე არ მივიდა, რის შემდეგაც სახლში მარტო მყოფ კირილს მილიციამ მიაკითხა. იმის გამო რომ კარი არ გაუღეს, სამართალდამცველებმა ბინაში დენი ჩაჭრეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი