
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების შესაგროვებლად სპეციალური პუნქტი გაიხსნა. გიორგი ბოტკოვლეის თქმით, ის რაც დღეს უკრაინაში ხდება თითოეული ქართველისთვის ძალიან მტკივნეულია და ბევრი ადამიანი გამოხატავს სურვილს, მცირედი წვლილი მაინც შეიტანონ უკრაინელების დახმარებაში.
"რამდენიმე დღის წინ უკვე დავიწყეთ სხვადასხვა რეგიონში, თელავში, მესტიაში, სამტრედიაში, წყალტუბოში, ხობში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გავხსენით ჰუმანიტარული დახმარების მიმღები პუნქტები ჩვენ ოფისებში. სადაც ადამიანებს მოაქვთ პროდუქტები, პირველადი დახმარების ნივთები, მედიკამენტები. [...] საქართველოს ყველა რეგიონში იფუნქციონირებს ენმ-ს ოფისებში შტატები სადაც გექნებათ საშუალება მოგვაწოდოთ ყველა ის ნივთი, რომელსაც თვლით, რომ სჭირდებათ უკრაინის მოსახლეობას", - თქვა გიორგი ბოტკოველმა.
მოქალაქეები აგროვებენ ბავშვთა კვებისთვის საჭირო ნივთებსა და საკვებს, ჰიგიენურ ნივთებს, თბილ ტანსაცმელს თუ სხვა. ცნობისთვის, უკრაინაში ომის მე-13 დღეა.