ხალხი, ვინც მე ამირჩია, არ არის მზად დანებებისთვის, ჩვენ არ ვართ მზად ულტიმატუმებისთვის - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

ხალხი, ვინც მე ამირჩია, არ არის მზად დანებებისთვის, ჩვენ არ ვართ მზად ულტიმატუმებისთვის - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ABC News-თან ინტერვიუში.

უცხოურ მედიასთან საუბარში ზელენსკიმ კიდევ ერთხელ  გაიმეორა, რომ უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ცის დახურვა.

„მჭირდება ფრენის აკრძალული ზონა რაკეტების ჩამოგდებისთვის, ვუთხარი ბაიდენს. ვფიქრობ, აშშ-ს პრეზიდენტს მეტის გაკეთება შეუძლია“ - აცხადებს ზელენსკი და ამბობს, რომ პუტინს შეუძლია დაასრულოს ის ომი, რომელიც დაიწყო. მისივე თქმით, სიტყვა "დენაციფიკაცია", რასაც აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტი იყენებს, ერის განადგურებას ნიშნავს, რაც ნაციზმია.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსული ჭურვები სამოქალაქო დაწესებულებებს, მათ შორის სასწავლებლებსა და საავადმყოფოებს ეცემა და უამრავი ადამიანი იღუპება. მან კიდევ ერთხელ სთხოვა ნატოს უკრაინის თავზე ცის დახურვა, რადგან მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი ათასობით სიცოცხლის გადარჩენა. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ყველა ადამიანი, ვინც უკრაინას დაესხა თავს, იქნება ეს რიგითი ჯარისკაცი თუ საკუთარ კაბინეტში მჯდომი ბრძანებების გამცემი, არის სამხედრო დამნაშავე, რომელიც აუცილებლად უნდა გასამართლდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი