"რუსეთი წინ ვერ მიდის" - ამის შესახებ განცხადებას ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი აკეთებს. ბენ უოლესმა BBC- თან ინტერვიუში შეაფასა რუსული არმიის ამჟამინდელი პოზიცია უკრაინაში:
"რუსეთი ჯერ კიდევ არ მიდის წინ, ახლა უკვე მე-13 დღეა. ის სვეტი ჩრდილოეთით [კიევი], რომელზეც ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით, ჯერ კიდევ დგას. როგორც ჩანს, ის მართლაც გაჭედილია და არ მოძრაობს.",- თქვა მან.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინის ქვედანაყოფები „უფრო და უფრო მეტად სასოწარკვეთილებაში ვარდებიან“ და „აორმაგებენ თავიანთ სისასტიკეს“.