
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის საქმიანობის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი მურმან დუმბაძე განცხადებას აკეთებს.
დუმბაძე იხსენებს 2011 წელს, როდესაც აჭარის ტელევიზიის წინ მიმდინარე აქციაზე სწორედ დავით რიჟვაძემ მისცა ცრუ ჩვენებები, რის გამოც რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
რიჟვაძის მამა იძლეოდა ცრუ ჩვენებებს და ამ ჩვენებების საფუძველზე, პრაქტიკულად 7 ადამიანი იქნა ციხეში გამგზავრებული, - ამბობს დუმბაძე.
მურმან დუმბაძე ორი დღის წინ ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძის ძმის ფირუზ წულუკიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ფირუზ წულუკიძე ამბობს, რომ მას დავით რიჟვაძემ არჩევნებში დახმარება სთხოვა და ამის სანაცვლოდ თანხაც კი შესთავაზა. მურმან დუმბაძე ამ საქმის გამოძიებას ითხოვს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.