
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ქუჩას სადაც რუსეთისა და უკრაინის საელჩოები მდებარეობს, "თავისუფალი უკრაინა" უწოდა. საკრებულომ ეს სახელწოდება ერთხმად დაამტკიცა.
ტირანას მერმა, ერიონ ველიაჟმა თქვა, რომ ახალი სახელი შეხსენება იქნება რუსეთის საელჩოს თანამშრომლებისთვის. „რუსებს მოუწევთ მუშაობა, ცხოვრება და ფოსტის მიღება თავისუფალი უკრაინის ქუჩის მისამართზე“.
ქუჩას ადრე ალბანეთის ეროვნული გმირის სკანდერბერგის მეუღლის, დონიკა კასტრიოტის სახელი ერქვა, იუწყება Reuters.