მას რომ იარაღი ჰქონოდა, აუცილებლად შევამჩნევდი - ნუგზარ წიკლაური რურუას პროცესზე

გამოქვეყნდა:

საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე  გიორგი რურუამ კიდევ ერთხელ მიმართა მოსამართლეს და სატელეფონო ანძებიდან მონაცემების გამოთხოვის შუამდგომლობის შესახებ შეახსენა - საქმის განხილვა დღეს დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. ჩვენებას მისცემს ექვსი პოლიტიკოსი,რომლიბიც დაკავების წინა ღამეს რურუასთან ერთად საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდნენ.

ეს პოლიტიკოსები ანტისაოკუპაციო აქციების დროს თითქმის მუდმივად გიორგი რურუასთან ერთად იმყოფებოდნენ და ასევე ეხმარებოდნენ აქციის მონაწილეებს. მათი თქმით, რურუა მათ თვალწინ ტრიალებდა, ამიტომ დარწმუნებული არიან, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღი თან არ ქონდა. 

ის უზრუნველყოფა აქციას შეშით, პრაქტიკულად იყო მხარდამჭერი მათ შორის ფინანსური, რადგან ძალიან ბევრ საჭიროებას უზრუნვეყოფდა. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, მთავარის მფლობელობასთან ერთად, რის გამოც ის დააკავეს. აქციებზე მუდმივად იყო შეხლა-შემოხლა, პოლიციასთან ჭიდაობა, ყველას გვიწევდა ეს. თავად იციან, რომ იარაღი არის ჩადებული, - აცხადებს "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი ელენე ხოშტარია.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ არაერთხელ უნახავს, როგორ ეუბნებოდა გიორგი რურუა აქციის მონაწილე ახალგაზრდებს, რომ აქცია უნდა ყოფილიყო მშვიდობიანი.

მე ვიყავი აქტიური მონაწილე, მაგრამ ჩემზე უფრო აქტიური მონაწილე იყო ამ აქციების იყო გიორგი რურუა. აუცილებლად შევამჩნევდი, მას რომ ჰქონოდა იარაღი, ამდენი დროის განმავლობაში, როდესაც ვხვდებოდი და მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ის იყო სრულიად მშვიდობიანად განწყობილი დემონსტრანტი, - ამბობს იგი.      

დაცვის მხარის ინფორმაციით, ეს ადამიანები დაადასტურებენ, რომ "მთავარი არხის" დამფუძნებელს ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია, თუმცა ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი დარწმუნებულია, რომ მოსამართლე მხოლოდ მისი ხელმძღვანელებისგან მიცემულ მითითებებს გაითვალისწინებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი