სანქტ-პეტერბურგში ადგილობრივებმა რუსეთის არმიის უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნა და ომი გააპროტესტეს. მოსახლეობა საკუთარ ხელისუფლებას მეზობელი ქვეყნიდან ჯარების გამოყვანისკენ მოუწოდებს.
ახლაგაზრდების მიერ გამართული მშვიდობიანი მსვლელობა, მოგვიანებით პოლიციამ დაარბია. დაკავებულია ათობით ადამიანი.
ცნობისთვის, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში რამდენიმე დღეა გამოსვლები მიმდინარეობს. პოლიციამ 13 ათასზე მეტი ადამიანი უკვე დააკავა.