უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში პუტინს დიდი საფასურის გადახდაზე ვაფრთხილებდით, ამას ახლა იხდის - სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

"უკრაინელთა სიმამაცე და პატრიოტიზმი მთელ მსოფლოს აღაფრთოვანებს, მაგრამ პრეზიდენტ პუტინის აგრესია გრძელდება. იბომბება სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დაღუპულა უდანაშაულო ადამიანები და უკვე ორმა მილიონმა დევნილმა დატოვა ქვეყანა. ეს არის ყველაზე სწრაფად მზარდი ნაკადი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მშვიდობიანი მოქალაქეების მიზანში ამოღება სამხედრო დანაშაულია. ჩვენ გვჭირდება ჰუმანიტარულ დერეფნები, რომლებიც სრულად იქნება დაცულ.

ჩვენ ვაფრთხილებდით ვლადიმერ პუტინს, რომ ის დიდ საფასურს გადაიხდიდა უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემთხვევაში და ამ საფასურს ის ახლა იხდის მკაცრი და უპრეცედენტო სანქციების სახით. რუსეთი მთლიანად იზოლირებულია მსოფლიოსგან."

თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი