საკარანტინე ზონად გამოცხადებულ სოფელ მუშევანში „ქართული ოცნების“ საკრებულომ დახმარება პოლიტიკური ნიშნით დაარიგა.
სოფელში მცხოვრები პირი "მთავარს" უყვება, რომ დახმარება ვერ მიიღო, რადგან მმართველი გუნდის მხარდამჭერი არ არის.
ჩვენს სოფელში ქაოსია, დიდი ხანია ჩაკეტილები ვართ, ხალხს ეკონომიურად ძალიან უჭირს. ჩვენი ოჯახი ოპოზიციას რომ უჭერს მხარს, ამის გამო ვისჯებით, წარმოიდგინეთ, ადგილობრივი მთავრობა როგრო დაგვცინის. სოფელში ერთი ფერმერია, რომელიც ხელისუფლების მხარდამჭერია და მას კვერცხის ბიზნესი აქვს. პანდემიის დროს ის ვერ გაყიდა და მთავრობამ ხალხს დაურიგა, - ამბობს ადგილობრივი მკვიდრი.
მისივე მტკიცებით, საკრებულოს თავმჯდომარემ მას ტერიტორია განსხვავებული აზრის გამო დაატოვებინა.