"გამოუცდელი, პატარა ბიჭები... რუსეთს რომ დაუწყეს, გააღიზიანეს..." | გორის საკრებულოს თავმჯდომარე ზელენსკის და უკრაინის ხელისუფლებას აკრიტიკებს

გამოქვეყნდა:

ნაომარი გორის მთავრობა დიდ სკანდალში ეხვევა - საკრებულოს თავმჯდომარე ისევ უკრაინის მთავრობას უტევს და ოკუპანტის სასარგებლო განცხადებას აკეთებს.

დავით რაზმაძე ზელენსკის გუნდს გამოუცდელი პატარა ბიჭების მთავრობას უწოდებს და უკრაინაში ომის დაწყებაში ადანაშაულებს.

"შეახოცა მთელი უკრაინა ზედ... ჯარი არ ჰყავდა და 45 მილიონიან ქვეყანას ჰქონოდა სასუალება რომ დახვედროდა ამ დაჟანგებულ ტანკებს. რუსეთი აღარ არის ის ძალა, მითუმეტეს, ამხელა დახმარება აქვს ჩვენი მეგობრებისგან. მერე იცლის, რომ საქართველო და მისი მთავრობა აკრიტიკოს. ის გამოუცდელი, პატარა ბიჭები ლაპარაკობენ ამას... რომელი არის გამოცდილი აბა მითხარით...

- ზელენსკისაც გულისხმობთ? [ჰკითხა მას ჟურნალისტმა]

- რა თქმა უნდა. "ქართული ოცნების" ხელისუფლება ეხმარება ყველანაირად აბსოლუტურად. ჰუმანიტარულად, ახლა ყველაზე მეტად ეს სჭირდებათ... ვინ გაგვიკეთა ჩვენ 2008 წელს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მაგის მსგავსი გაგვიკეთა რამე? რუსებს ეხლა რომ დაუწყეს, სულ თავისუფლად ესვრიან ხო, და გააღიაზიანა... - ამბობს რაზმაძე.

ამ განცხადებების გამო, ოპოზიცია, "ოცნების" მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი