დაკავება ანტიპუტინურ აქციაზე | "მთავარი არხის" ჟურნალისტები და "სირცხვილიას" აქტივისტები ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან

გამოქვეყნდა:

ოკუპანტი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამართული აქცია და დაკავებების სერია თბილისში. სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც პუტინის რეჟიმს მთავრობის ადმინისტრაციასთან აპროტესტებდნენ, ერთმანეთის მიყოლებით დააპატიმრეს.

აქციის მონაწილეები წინასწარი მოთავსების იზოლატორში ერთადერთი მიზეზით აღმოჩდნენ - "ოცნების" ხელისუფლებისთვის მიუღებელია კრიტიკული აზრის გამოხატვა, ზუსტად ისე, როგორც ეს პუტინის რუსეთშია.

ამ დროისთვის იზოლატორში აქციის 11 მონაწილე რჩება, მათ შორის "მთავარი არხის" ჟურნალისტები ნოდარ რუხაძე და ბაჩი ვალიშვილი. სამოქალაქო აქტივისტების დაკავება დღეს მთავრობის კანცელარიასთან შოთა დიღმელაშვილმა გააპროტესტა და ისიც ახლა იზოლატორშია გადაყვანილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი