დიდი ბრიტანეთი აპირებს, რომ რუსული ნავთობის იმპორტი ქვეყანაში 2022 წლის ბოლომდე შეწყდეს

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის ბოლომდე ქვეყანაში რუსული ნავთობის იმპორტი უნდა შეწყდეს.

BBC-ის ინფორმაციით, ეს პერიოდი ქვეყნის ბაზარს, ბიზნესსა და მიწოდების ქსელებს საკმარის დროს მისცემს რუსული იმპორტის ჩასანაცვლებლად, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მოთხოვნის 8%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა  აშშ-ში რუსული ნავთობის იმპორტი სრულად აკრძალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი