ძალიან ცუდია, ომია და არ მინდა ცოტა უფრო მძიმედ ვისაუბრო ბატონი ზელენსკის მიმართ, რაც თქვა, რომ ამორალურია ჩვენი მთავრობის ქმედება. ეს არის მიუღებელი რა თქმა უნდა, არც დიპლომატიაში ჯდება და არც პოლიტიკაში, სამწუხაროა ძალიან. მე რა თქმა უნდა, იგივე პრემიერმა რაც გააკეთა, მხარს ვუჭერ, ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეუძლია საქართველოს, მეტი რა უნდა გითხრათ.
ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვას ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც საქართველოდან ელჩის გაწვევის მიზეზად ქვეყნის მთავრობის მიერ უკრაინაში მოხალისეების არგაშვება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე "ამორალური პოზიცია" დაასახელა.