როცა ჟღერდება, რომ აღარ იქნება, ყველაზე მაგრად ჩემ ოჯახს უხარია ხოლმე, ბედნიერები არიან, ელოდებიან, თუმცა მათდა სამწუხაროდ, ჯერჯერობით ისევ აქ ვარ. მე ვარ გუნდის წევრი. სადაც გადაწყვეტს ბატონი პრემიერი, რომ დღეს აქ ვარ საჭირო, ხვალ სადმე მოადგილე უნდა ვიყოთ თუ საერთოდ სახლში წავიდე, მზად ვარ ყველაფერი მივიღო ნორმალურად. თუმცა, დღეს რაიმე იგეგმებოდეს ცვლილება, არ იგეგმება. თუ მიიღებს გუნდი გადაწყვეტილებას, არანაირი პრობლემა არ აიქნება. 7 წელია მინისტრის თანამდებობაზე ვარ უკვე.
ასე უპასუხა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა კითხვას მისი გადაყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით.