ირაკლი ოქრუაშვილი უკრაინაში - თავდაცვის ყოფილი მინისტრი "მთავართან", ფრონტზე არსებულ ვითარებაზე საუბრობს 

გამოქვეყნდა:

რამდენიმე დღეა უკრაინელ სამხედროებთან ერთად რუსეთის საოკუპაციო ჯარის წინააღმდეგ იბრძვის, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი.

ის მეგობრებთან ერთად, კიევის შემოგარენს ამაგრებს. ჩასვლის შემდეგ ოქრუაშვილმა, არაერთს ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. ის აცხადებს, რომ უკრაინა დამაჯერებლად იგებს ომს, ვინაიდან უკრაინელი ჯარისკაცები რუს ქვედანაყოფებს პოზიციების გამყარების შესაძლებლობას არ აძლევენ.

"ომია ბუნებრივია, კარგი ვითარება არ არის. 1 მეტრით არ წამოუწევიათ რუსეთს იმ მონაკვეთზე, სადაც ჩვენ გვიწევდა ყოფნა. მძიმე ბრძოლები მიდის...3დღიანი ბრძოლის შედეგად, 1 სოფლის ერთ უბანზე გვაქ ბრძოლა და იმასაც ვერ იგებენ. 

უკრაინელი ერი არის არნახული სოლიდარობის და არნახული სულისკვეთების. ზოგადად ჩვენ ქართველებმა უნდა გავაცნობიეროთ ერთი რამ, ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ომი, ამ ომში უკრაინელები არ იბრძვიან მხოლოდ უკრაინისთვის, უკრაინელები იბრძვიან ასევე საქართველოსთვის". - ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი "მთავართან" საუბარში

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი