ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის საბჭო რუსეთთან თანამშრომლობას აჩერებს. უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 8 მარტს ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციის (CERN) საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციასთან და მის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შეწყვეტისა და რუსეთისთვის დამკვირვებლის სტატუსის გაუქმების შესახებ.
ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაარსდა და მიზნად ისახავდა ერების გაერთიანებას, მშვიდობიანი ატომის სფეროს განვითარებისთვის
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრა ეწინააღმდეგება ორგანიზაციის ღირებულებებს, ამიტომ CERN-ის 23-მა წევრმა ქვეყანამ მკაცრად დაგმეს რუსეთის ქმედებები და ბელარუსის ჩართვა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში.