"გაინძერი, მიდექ-მოდექი, არ გაგვაწბილო" - მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს მოუწოდებს უკრაინის დასახმარებლად ფული გადარიცხოს

გამოქვეყნდა:

"აბა, ბორის გრიგორიევიჩ, გაინძერი, მიდექ-მოდექი, არ გაგვაწბილო" - საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს უკრაინის დასახმარებლად ფული გადარიცხოს. ამ თემაზე მან წერილი გაავრცელა:

"დედაჩემის და მანანა სანოძის "საქართველოს უნივერსიტეტმა", რომელიც არ არის კლასიკური ბიზნესი, უკრაინის დასახმარებლად მილიონი ლარი გადარიცხა. იმდენივე, რაც საქართველოს მთელმა მთავრობამ. მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, იმ პირობებში, როცა მსოფლიოს უამრავი ბიზნესმენი რიცხავს ფულს უკრაინის ფონდში, მიბაძოს ამ მაგალითს და გადარიცხოს ფული. აბა, ბორის გრიგორიევიჩ, გაინძერი, მიდექ-მოდექი, არ გაგვაწბილო", - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნაზე გადაწყვეტილება სამოქალაქო პროტესტის შემდეგ მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი