უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში რუსი ოკუპანტების დივერსიული ჯგუფი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, დივერსანტებმა ბალაქლიას რაიონის სოფელ ანდრიევკაში ბლოკპოსტს შეუტიეს, თუმცა დამარცხდნენ და მათი ნაწილი გაიქცა.
დაჭრილები, რომლებიც გაქცეულმა ოკუპანტებმა გზაზე დატოვეს, უკრაინელმა მესაზღვრეებმა ტყვედ აიყვანეს.