ერთ-ერთმა დატყვევებულმა რუსმა ოკუპანტმა თქვა, რომ რუსულ არმიას ხარკოვის სამ დღეში აღების ბრძანება ჰქონდა მიღებული. მის ვიდეოს და აღიარებით ჩვენებას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.
გარდა ქალაქის დაპყრობისა და სამოქალაქო გასასვლელების გადაკეტვისა, ბრძანება ჰქონდათ ესროლათ ყველასთვის, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.
ხარკოვის შემდეგ კი, როგორც დატყვევებული ოცმეთაური ამბობს, უკრაინის სიღრმეში უნდა შესულიყვნენ და სხვა ქალაქებშიც იგივე გაეკეთებინათ.