"სამწუხაროდ, ოკუპანტთან ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები საკმაოდ ხშირად იცლიან ე.წ. ლაივ ვიდეოების ჩასაწერად და განცხადებების გასაკეთებლად საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რისი მიზეზების შესახებ ერთხელ უკვე ვისაუბრეთ, მოცემულ სიტუაციაში კი დეტალებზე აღარ შევჩერდებით და ნამდვილად არ შევალთ დისკუსიაში. პირიქით, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურს, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ასევე ჰუმანიტარულ მხარდაჭერას".
თქვა "ქართული ოცნების" წევრმა, მამუკა მდინარაძემ.