სათადარიგო დიზელის გენერატორები ჩერნობილის ატომურ სადგურს მხოლოდ 48 საათი კვებავს - კულებას საგანგაშო განცხადება

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით, საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს. კულება წერს, რომ თუ 48 საათში ელექტროენერგია არ აღდგება, გაითიშება გაგრილების სისტემა, რაც რადიაციის გაჟონვის საფრთხეს ქმნის.

კულება ითხოვს, დაუშვან სარემონტო დანაყოფები ​ტერიტორიაზე:

"სათადარიგო დიზელის გენერატორები ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და მის ობიექტებს 48 საათის განმავლობაში კვებავს. შემდეგ გაითიშება დახარჯული ბირთვული საწვავის საწყობის გაგრილების სისტემა, რაც რადიაციის გაჟონვის საფრთხეს მაქსიმალურად გაზრდის. რუსეთის ბარბაროსული ომი საფრთხეს უქმნის მთელ ევროპას. პუტინმა ეს სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს“, - წერს დმიტრო კულება.

 

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი დაამყარეს. მას შემდეგ მათ პერსონალი მძევლად ჰყავთ აყვანილი.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი