
რა ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ ეს ქვეყნები [მოლდოვა და საქართველო] საუკეთესო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რათა დაიცვან თავი იმ შემთხვევაში, თუ პუტინი გადაწყვეტს, რომ ამ ორ ქვეყანაში უფრო აგრესიულად იმოქმედოს?! - ამის შესახებ სენატორმა ბენ კარდინმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ვიქტორია ნულანდს მიმართა.
რა ნაბიჯებს ვდგამთ დღეს მოლდოვასა და საქართველოს დასახმარებლად, იმის აღიარებით, რომ თუ გარემოებები შეიცვლება და ბატონი პუტინი დაიჯერებს, რომ მას აქვს შესაძლებლობა, ის ყოყმანის გარეშე გადაკვეთს ამ საზღვრებს, რომელიც უკვე გადაკვეთილი აქვს, ის უკვე არის მოლდოვასა და საქართველოში, ამ ქვეყნების "სადავო რეგიონებში" ეს ტერიტორიები არ არის სადავო, მაგრამ მხოლოდ ბატონ პუტინს სჯერა, რომ სადავოა. რა ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ ეს ქვეყნები საუკეთესო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რათა დაიცვან თავი იმ შემთხვევაში, თუ პუტინი გადაწყვეტს, რომ ამ ორ ქვეყანაში უფრო აგრესიულად იმოქმედოს?, - იკითხა სენატორმა კარდინმა.
ვიქტორია ნულანდის თქმით კი საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობა ძლიერია და ასე გაგრძელდება.
დიდი მადლობა კითხვისთვის, სენატორო კარდინ. პირველ რიგში, რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების საკითხებში დიდი ხნის ურთიერთობა. წლების განმავლობაში, მათ [ქართველებმა] რეგულარულად შეჰქონდათ წვლილი ნატოს ყველა სახის ოპერაციასა და წვრთნებში და ასევე, მრავალი სამხედრო წვრთნა და აღჭურვილობა მიიღეს აშშ-სგან, რაც საკმაოდ დაჩქარდა 2008 წელს პუტინის საქართველოში შეჭრის შემდეგ... ეს ურთიერთობა არის ძლიერი და ასე გაგრძელდება, - ამბობს ნულანდი.