"თუ რუსეთის მხრიდან NATO-ს ტერიტორიაზე თავდასხმა მოხდება, მე-5 მუხლი ამოქმედდება" | სტოლტენბერგის გაფრთხილება

გამოქვეყნდა:

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთი გააფრთხილა, რომ თავდასხმა მოკავშირე ქვეყნების მომარაგების ხაზებზე, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას იარაღითა და საბრძოლო მასალით, აღმოსავლეთ ევროპაში ომის სახიფათო ესკალაცია იქნება. ამასთან დაკავშირებით სტოლტენბერგმა CBC-ის ეთერში ილაპარაკა.

მოკავშირეები უკრაინას ეხმარებიან თავდაცვაში, რაც გაეროს წესდებაშია გათვალისწინებული. რუსეთი აგრესორია და უკრაინა თავს იცავს. თუ NATO-ს რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე თავდასხმა მოხდება, მე-5 მუხლი ამოქმედდება, - თქვა სტოლტენბერგმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი