გომელაური ზელენსკის აკრიტიკებს | "ოცნება" ისევ არ პასუხობს კითხვას, ვინ დაიწყო ომი უკრაინაში

გამოქვეყნდა:

ღალატის შემდეგ, მმართველი პარტია თავდასხმაზე გადადის. "ქართული ოცნების" მთავრობა, რომელიც უკრაინის სასარგებლო სანქციებს არ შეუერთდა, ახლა ზელენსკის მთავრობას აკრიტიკებს. შს მინისტრი, 
ვახტანგ გომელაური დარწმუნებულია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა შეცდომა დაუშვა მაშინ, როდესაც საქართველოსთან ელჩი გაიწვია.

შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს ისიც განმარტა, თუ როგორ აპირებს ქვეყნის დაცვას შესაძლო დივერსანტებისგან, მაგრამ ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებული დარჩა, რადგანაც გომელაურმა ამ თემაზე მხოლოდ დახურულ კარს მიღმა, რამდენიმე დეპუტატთან შეხვედრაზე ისაუბრა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი