
სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა რუსეთის სუვერენული რეიტინგი B-დან C-დონემდე შეამცირა. სააგენტოს თანახმად, აღნიშნული აჩვენებს, რომ რუსეთის დეფოლტი გარდაუვალია.
"C რეიტინგი ასახავს Fitch-ის შეხედულებას, რომ ქვეყნის დეფოლტი გარდაუვალია", - წერს სარეიტინგო სააგენტო.
სააგენტო ასევე წერს, რომ დაწესებულმა სანქციებმა კიდევ უფრო შეარყია ქვეყნის ვალის მომსახურების შესაძლებლობა.