თუ ვინმეს მიზანია, რომ გაჩაღებულ აგრესიულ რიტორიკაში ჩავერთოთ, ამას არ გავაკეთებთ - მამუკა მდინარაძე

გამოქვეყნდა:

აგრესიული რიტორიკა, რომელიც აქვს ოპოზიციას და რომელშიც ჩვენ არ შევალთ - ასე ეხმაურებიან გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობის თემაზე მმართველი პარტიის ლიდერები.

მათი თქმით, ოპოზიციას უნდა, რომ ქვეყნის ხელისუფლება რუსეთთან აგრესიულ საუბარზე გადაერთოს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს, რადგან ეს არც საქმის გამოძიებას წაადგება დაა ქვეყნის ინტერესებსაც დააზიანებს.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის თქმით, რუსეთს არც ნაციონალური მოძრაობა აინტერესებს, არც ქართული ოცნება და ის მხოლოდ დესტაბილიზაციითაა დაინტერესებული. 

საერთაშორისო თანამეგობრობამ კიდევ ერთი მაგალითი უნდა ჩაწეროს იმ ვრცელ სიაში დანაშაულებების, იმ პოზიციის, ქვეყნის არსის, რომელიც სულ ახლა, ბოლო პერიოდში შეიქმნა, თუნდაც კადიროვის გამონათქვამები, რაღაც აბრაგულ, განგსტერულ, დიდაქტიკური. ეს თემა არ არის უბრალო, ჩვენ ვერ შევცვლით ვერც კადიროვის, ვერც გაბუნიას რიტორიკას, - ამბობს გია ვოლსკი. 

ცოტა ხნის წინ განცხადება ამ საქმეზე უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემაც გააკეთა. 

თუ ვინმეს მიზანია, რომ ამ აგრესიულ რიტორიკაში ჩავერთოთ და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კი არ ვიმუშავოთ ჩვენს საკითხზე, არამედ იმ აგრესიულ რიტორიკაში ჩავერთოთ, რაც არის გაჩაღებული, ამას ჩვენ არ გავაკეთებთ. რუსების და შიდა მავნებლების თემაში ჩაყოლას ჩვენ არ ვაპირებთ, - აცხადებს იგი

მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ საკითხზე საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად იმუშავებენ. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი