უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ბელარუსიდან 60 ადამიანი ჩავიდა. ისინი ამბობენ, რომ უკრაინა ოკუპანტის უსამართლო თავდასხმის მსხვერპლია, ამიტომ მზად არიან, ებრძოლონ ყველას, მათ შორის იმ ბელარუსებს, რომლებიც უკრაინის მიწაზე იარაღით შევლენ.
"აქ ვართ დააახლოებით 60 ადამიანი. ჩვენ ყველანი მზად ვართ, მოვკლათ ყველა, ვინც ამ მიწაზე იარაღით შემოვა. რუსი იქნება ეს ჩეჩენი თუ ბელარუსი. მე მხოლოდ თავისუფალ ბელარუსში დავბრუნდები", - ამბობს ბელარუსული დანაყოფის მეთაური.